სიახლეები
"აჭარისწყალი ჯორჯია"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა "აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა
თარიღი: 2017-11-29

„აჭარისწყალი ჯორჯია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა მონაწილეობა მიიღო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმში“, რომელიც მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს გაიმართა. 

"აჭარისწყალი ჯორჯიამ" სოფ. ჩანჩხალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა
თარიღი: 2017-11-10

სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ერთ სართულიანი ხის კონსტრუქციის შენობა 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობისთვის 157 ათასი ლარი დაიხარჯა და იგი შუახევის მუნიციპალიტეტის და “აჭარისწყალი ჯორჯია“-ს თანადაფინანსებით განხორციელდა. 

კომპანიის განცხადება გვირაბების ინსპექტირებასთან დაკავშირებით
თარიღი: 2017-11-02

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აგრძელებს შუახევი ჰესის გვირაბების დათვალიერებას. კომპანიის ტექნიკური გუნდი, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ექპერტებთან ერთად ახდენენ 37კმ-იანი სიგრძის გვირაბის ინსპექტირებას.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განცხადება „სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემ გვირაბთან დაკავშირებით
თარიღი: 2017-08-31

 კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ განცხადებით „სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის მცირე მონაკვეთის ჩამოშლა არ შეაფერხებს შუახევი ჰესის მუშაობას.

ISET საზაფხულო სკოლის მონაწილეები შუახევიჰესს სტუმრობდნენ
თარიღი: 2017-07-31

16 ივლისს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ხიჭაურის კემპში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის (ISET) საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უმასპინძლა. 

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა
თარიღი: 2017-06-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ინდოეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის „TATA POWER“–ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა,  „Clean Energy Invest”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბარდ მიკელსენი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენი,  EBRD-ის ასოცირებული დირექტორი და უფროსი ბანკირი დავით მანაგაძე, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი სამარენდრა სინკი და  ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი,  პრაშანტ ჯოში საქართველოს ენერგოსექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის, ,,შუახევიჰესის“ მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრნენ. 

აჭარისწყალი ჯორჯია ,,შუახევიჰესის“ ყოფილი თანამშრომლებისთვის ტრენინგებს იწყებს
თარიღი: 2017-05-18

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ,,შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოების დასრულების და ოპერირებაზე გადასვლის ეტაპზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის პროექტს იწყებს, რაც საშუალებას მისცემს ყოფილ თანამშრომლებს განივითარონ ახალი უნარები, რათა უფრო ადვილად იპოვონ სამუშაო ადგილი კონკურენტულ ბაზარზე.  

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ პრაშანტ ჯოში უხელმძღვანელებს
თარიღი: 2017-03-13

 

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ასრულებს და ოპერირებისთვის ემზადება. ოპერირების ეტაპიდან კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს  რონი სოლბერგს,  რომელიც  წარმოადგენდა  ნორვეგიულ  Clean Energy-, ცვლის ინდური კომპანია TATA Power-ის წარმომადგენელი პრაშანტ ჯოში. 

 

 

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
თარიღი: 2017-01-27

დღეს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მფლობელები და მენეჯმენტის წევრები საქართველოს  პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. 

ტურიზმის მხარდაჭერა - ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" ახალი განაცხადი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში
თარიღი: 2016-12-15

დღეს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინიციატივით, აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე - ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში

რონი სობერგმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ბიზნესის ეთიკაზე და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
თარიღი: 2016-12-06

დღეს, რედისონ ბლუ ივერიაში, პაშა ბანკის ორგანიზებით  კონფერენცია - განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოში  ჰიდროენერგო სადგურების მაგალითზე გაიმართა. 

კერძო სექტორი სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს დააფინანსებს
თარიღი: 2016-11-16

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU), სასტუმრო თბილისი მერიოტში,  საქართველოში კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდის (PPPF) პრეზენტაცია გამართა. 

აჭარისწყალი ჯორჯია ,,გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარებას 100 000 დოლარით დააფინანსებს
თარიღი: 2016-10-19

დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა  და აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც   კომპანია  ,,გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარებას 100 000  დოლარით დააფინანსებს.

პირველი კორპორაციული ჟურნალი ქართულ ჰიდროენერგო სექტორში
თარიღი: 2016-10-07

 

კომპანიამ ,,აჭარიწყალი ჯორჯია“  ჰიდროენერგო სექტორში პირველი  ორენოვანი, კორპორაციული  ჟურნალი გამოუშვა.

 

უმსხვილესი ინვესტორის ინვესტიცია განათლებაში
თარიღი: 2016-09-10

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ღონისძიებას დაესწრნენ - ინვესტიცია განათლებაში. 

შუახევიჰესზე სტაჟირებას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან
თარიღი: 2016-06-23

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტთა სტაჟირების ახალ ეტაპს იწყებს ,,შუახევიჰესის“  მშენებლობის პროექტში. 

მეფუტკრეობის ტრენინგის მორიგი ეტაპი დაიწყო
თარიღი: 2016-05-22

დღეს ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში მეფუტკრეობის ტრენინგის მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. 

უმსხვილესი ინვესტორის ანგარიში
თარიღი: 2016-04-08

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტის კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  და გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორის  აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) ანგარიშს დაესწრნენ. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა
თარიღი: 2016-03-08

დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კირე ოლაფ იოჰანსენს, შეხვდა. საუბარი შეეხო საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტ შუახევიჰესს, რომელსაც „აჭარისწყალი ჯორჯია" ახორციელებს.

 

აჭარისწყალი ჯორჯია CSR-ის ფარგლებში 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს
თარიღი: 2016-02-22

დღეს ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით მიმართა. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე  და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში.

კომპანიის ფინანსური დირექტორი ფინანსთა მინისტრს შეხვდა
თარიღი: 2016-01-18

დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს, ჩანდრაშეხარ დამლეს, მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორს ნანა გურგენიძეს და ფინანსურ მენჯერს თამარ ლომიძეს  შეხვდა.

 

უფროსკლასელთა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო
თარიღი: 2016-01-10

აჭარისწყალი ჯორჯია შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, ინგლისურ ენაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთის მოსამზადებელ  პროგრამას ახორციელებს.

შუახევიჰესის მშენებლობა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
თარიღი: 2015-11-30

30 ივნისს, ჰენრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით, შუახევიჰესის მშენებლობა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

აჭარისწყალი ჯორჯია ხულოს ,,ხიხანს“ ფინანსებს
თარიღი: 2015-11-10

სოციალური პროექტების ფარგლებში კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია ხულოს საფეხბურთო გუნდ ,,ხიხანს“ აფინანსებს.

 

სოფელ სხალთის, დიდაჭარას და ახალდაბის ტყეებში 25 ღამურის ბუდე განთავსდა
თარიღი: 2015-11-05

შუახევიჰესის  მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიებზე, დიდაჭარის, სხალთისა და ახალდაბის ტყეებში, ხელფრთიანების - ღამურების 25 ბუდე დამონტაჟდა (5-დიდაჭარაში, 10 სხალთაში და 10 ახალდაბაში).  აღნიშნულ ღონისძიებას ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა.

Second Round of AGL Spelling Bee
თარიღი: 2015-10-25

As part of its English education initiatives, AGL is currently sponsoring an English spelling contest for local school students in grades 5-8 from the districts of Keda, Shuakhevi, and Khulo in upper Adjara. 

საოჯახო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების დაფინანსება დაიწყო
თარიღი: 2015-10-20

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია(AGL) დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად მცირე ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს აჭარის მაღლამთიანეთში.  

აჭარისწყალი ჯორჯია(AGL) ინგლისური ენის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს
თარიღი: 2015-09-20

აჭარისწყალი ჯორჯია (AGL) კვლავ აგრძელებს ინგლისური ენის საგანმანათლებლო პროექტს მიმდინარე სასწავლო სემესტრში.  



სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა ,,შუახევიჰესის” მშენებლობის პროექტში
თარიღი: 2015-09-11

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ სოციალური პროექტების ფარგლებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას ახორციელებს ,,შუახევიჰესის“  მშენებლობის პროექტში. 

რონი სოლბერგმა საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
თარიღი: 2015-09-08

8 სექტემბერსკომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, საერთაშორისო კონფერენცია  ,,ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარებას“ დაესწრო. 

,,აჭარისწყალი ჯორჯია“ მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს
თარიღი: 2015-08-28

 

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ მეფუტკრეობის მხარდაჭრის პროექტს ახორციელებს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგის მეორე ეტაპი 24 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.

 

გარემოს დაცვის საერთაშოისო დღეს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამშრომლები შეუერთდნენ
თარიღი: 2015-06-05

დღეს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინიციატივით და ორგანიზებით სოფელ ახალდაბისა და ჩანჩხალოს საჯარო სკოლების  უფროსკლასელთათვის,  გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებზე პრეზენტაცია ჩატარდა, სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით. 

2015 AGL English Essay Contest Prize Ceremony
თარიღი: 2015-05-25

On Monday, 25 May, AGL awarded prizes for its 2015 English essay contest on the theme, ‘Georgia in 2045.’ 43 students from the upper Adjaran municipalities of Keda, Shuakhevi, and Khulo participated in this year’s contest by submitting essays, and the following six students were awarded prizes for their writing:

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელი დირექტორი ინგლისური ენის მასწავლებლების გადამზადების ტრენინგს დაესწრო
თარიღი: 2015-05-16

დღეს,  საგანმანთლებო პროექტის ფარგლებში მიმდინარე ინგლისური ენის ტრენინგს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი სტუმრობდა.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ საგანმანათლებო პროექტების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
თარიღი: 2015-05-15

15 ივნისს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინიციატივით, სოფელ პაქსაძეებში და გელაძეებში მცხოვრებ ქალბატონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა რაც ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, მათი ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

შუახევიჰესის პროექტის ფარგლებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა იწყება
თარიღი: 2015-05-01

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას„ წარმომადგენლებმა შუახევიჰესის პროექტის ფარგლებში სტუდენტების სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ წარმატებული საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის დაჯილდოვდა
თარიღი: 2015-04-30

დღეს სასტუმრო სასტუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზში აჭრაში წარმატებულ ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წარმატებული საინვესტივიო პროექტის განხორციელებისთვის კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“  სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძემ დააჯილდოვა.

,,აჭარისწყალი ჯორჯია“ თემების გაძლიერების პროექტს იწყებს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში
თარიღი: 2015-04-22

2015 წლის 22 აპრილსთემების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ,,აჭარისწყალი ჯორჯიასა“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“-ს წარმომადგენლებმა, პროექტის შესახებ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების,  საჯაროს კოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, შსს-ს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ განცხადება
თარიღი: 2015-04-18

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 17 აპრილს კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლების გარდაცვალების და დაშავების გამო. ვუსამძიმრებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილთა და დაზარებულთა ოჯახებს.

კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიასა“ და სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობი შორის მემორანდუმი გაფორმდა
თარიღი: 2015-04-01

დღეს კომპანია კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებსა და სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერას დაეწრნენ კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას სოციალურ და მიწის საკითხთა დირექტორი  ზვიად დიასამიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, სოფელ ოლიდაურის მაჟირიტატი დეპუტატი შოთა ფუტკარაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალური წარმომადგენლის თანაშემწე ვახტანგ ფუტკარაძე. 

შუახევიჰესი - ყველაზე დიდი ენერგოპროექტი საქართველოში
თარიღი: 2015-03-19

ხუთშაბათს, 19 მარტს, 19 საათზე, სასტუმრო შერატონ ბათუმში გაიმართა ,,შუახევიჰესის’’ პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულების და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი.

,,აჭარისწყალი ჯორჯია" ინგლისური ენის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს
თარიღი: 2015-02-25

სკოლის მოსწავლეებმა შუახევის, ხულოსა და ქედას მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობა მიიღეს ინგლისურენოვანი ესეის კონკურსში სახელწოდებით -  ,,როგორი იქნება საქართველო 25 წლის შემდეგ“. კონურსის მიზანი იყო მოზარდებისთვის წერითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაის ხელშეწყობა. 25 მაისს გამარჯვებულები გამოვლინდნენ და კონკურსში მონაწილეობისთვის სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

კომპანია ,,აჭრისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიას უმასპინძლეს
თარიღი: 2015-02-21

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ორგანიზებით მედია-ტური მოეწყო სადაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი.

ჟურნალისტებმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს კომპანიის მენეჯმენტისგან: მშენებლობის პროგრესის, გარემოზე ზემოქმედების და უსაფრთხოების საკითხებზე.

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა
თარიღი: 2015-02-21

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რვა სტუდენტი დააფინანსა, რომლებიც პროექტის მშენებლობის არეალში ცხოვრობენ. გამარჯვებულ სტუდენტებს სპეციალური  სერთიპიკატები ,,შუახევიჰესის“ პროექტის ხელმძღვანელმა პოლ ბლანშარდმა გადასცა.

საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი ხულოსა და შუახევის მუნიცპალიტეტებში
თარიღი: 2015-02-16

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ 17 თებერვალს საგზაო უსაფრთხოების ტრენინგს იწყებს აჭარის მაღალმთიანეთში. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ: ადგილობრივი მუნიციპალიტეტების,რესურსცენტრების წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, პოლიციის თანამშომლები. 

აჭარის მაღალმთიანეთში სტუდენტების დაფინანსება იწყება
თარიღი: 2015-02-09

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ სტუდენტების დაფინანსების პროექტს იწყებს აჭარის მაღალმთიანეთში. პრიორიტეტი ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს მიენიჭებათ. 

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია განხორციელდა
თარიღი: 2015-02-04

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ 2013 წლიდან დგას მაღლმთიანი აჭარის მოსახლეობის სამსახურში.  კომპანიამ  საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის პროცესი განახორციელა.

შუახევი ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთა მონაცემები
თარიღი: 2014-10-01

2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით „შუახევი ჰესი“-ს მშენებლობაზე დასაქმებულია 407 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ამათგან შუახევიდან - 271 და ხულოდან  - 136 ადამიანი.   

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ 300 ძირი კოლხური მუხის ნერგი დარგო
თარიღი: 2014-09-29

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება დაიწყო. მიმდინარე წლის 27 სექტემბერს კომპანიის თანამშრომლებმა აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტიტის სოფელ ნიგაზეულში 1148კვმ მიწის ფართობზე გარემოზე მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 300 ძირი კოლხური მუხის ნერგი დარგეს.  

„შუახევიჰესი“-ს მშენებლობას პოლ ბლანშარდი უხელმძღვანელებს
თარიღი: 2014-09-23

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ბატონო პოლ ბლანშარდი 183 მეგავატიანი შუახევი ჰესის მთავარ მშენებელ-ინჟინრად დაინიშნა. 

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა
თარიღი: 2014-09-05

6 სტუდენტს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ დააფინანსებს. 

საინფორმაციო ტური ჟურნალისტებისთვის
თარიღი: 2014-07-15

მიმდინარე წლის 15 ივლისს შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლებისათვის მედია ტური მოაწყო. 

შუახევი ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთა მონაცემები
თარიღი: 2014-07-01

2014 წლის 21 ივლისის მდგომარეობით „შუახევი ჰესი“-ს მშენებლობაზე დასაქმებულია 238 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ამათგან შუახევიდან - 169 და ხულოდან  - 69 ადამიანი.   

შუახევის მშენებლობის პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალი
თარიღი: 2013-09-16

დღეს, მფლობელი და მმართველი გუნდის წარმომადგებლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნიან შუახევი ჰესის მშენებლობისა და ოპერირების პროექტს.

პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალი, მდ. აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე დაგეგმილი კასკადის ერთ-ერთი საფეხურის - 183 მეგავატიანი შუახევის ჰიდროენერგო პროექტის მშენებლობის დაწყების საწინდარი გახდება. 

მშენებელი კომპანია ხეობაში მობილიზაციას იწყებს
თარიღი: 2013-08-18

თურქული კომპანია AGE, რომელიც პროექტში სამოქალაქო-საინჟინრო სამუშაოებს განახოციელებს მობილიზაციას იწყებს.  მობილიზაციის პროცესი დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება, რასაც შემდგომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მოჰყვება.

მშენებლობის ნებართვა
თარიღი: 2013-08-05

მიმდინარე წლის 17 ივლისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაამტკიცა  შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს მდ. აჭარისწყალზე შუახევის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის (შუახევი ჰესი 175 მგვტ და სხალთა ჰესი 9,8 მგვტ) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. 31 ივლისს კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა გასცა.

„Tata Power“ აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობის ახალი პარტნიორია
თარიღი: 2013-05-10

მიმდინარე წლის 9 მაისს „ქლინ ენერჯი გრუპი“-ს, ინდური კომპანია „Tata Power“-სა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებმა ნიუ დელიში ხელი მოაწერეს 400 მეგავატიანი აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის განვითარების ხელშეკრულებას.

„Tata Power” პროექტის 40%-იანი წილის მფლობელია.

შუახევში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნა
თარიღი: 2013-02-02

მიმდინარე წლის 1 თებერვალს შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა.

აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტი „სუფთა განვითარების მექანიზმი“-ს პროექტად დარეგისტრირდა
თარიღი: 2013-01-25

2012 წლის 11 ნოემბერს აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტად დარეგისტრირდა.  

პიტერ რაე პროექტის დირექტორად დაინიშნა
თარიღი: 2013-01-16

კანადელი ინჟინერი პიტერ რაე 185მეგავატიანი შუახევი ჰესის მშენებლობის პროექტის დირექტორად დაინიშნა.

მოტ მაკდონალდი 185 მეგავატიანი შუახევი ჰესის პროექტის ინჟინერ კომპანიად შეირჩა
თარიღი: 2012-12-23

ბრიტანული საინჟინრო კომპანია მოტ მაკდონალდი 185 მეგავატიანი შუახევი ჰესის პროექტის ინჟინერ კოპმანიად შეირჩა და პროექტის დეტალური დიზაინის შემუშავება იანვრის დასაწყისში დაიწყო.

წინა-სამშენებლო სამუშაოები
თარიღი: 2012-09-27

185 მეგავატიანი შუახევი ჰესის წინა-სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ბიომრაველფეროვნების სამოქმდო გეგმის განხილვა
თარიღი: 2012-09-18

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს აჭარისწყალი ჯორჯიამ პროექტის გზშ-ს ფარგლებში შემუშავებული ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის ღია განხილვა მოაწყო.

 

მდინარის ეკოსისტემის კვლევა
თარიღი: 2012-09-17

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ განახორციელა მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების მეზო-ჰაბიტატური კვლევა. კვლევის მიზანი იყო თევზების მიგრაციისა და პოპულაციის დეტალური შესწავლა

კონტრაქტორების ვიზიტი
თარიღი: 2012-07-19

მიმდინარე წლის 10-16 ივლისს შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ მასპინძლობდა 12 კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 185 მეგავატიანი შუახევიჰესის მშენებლობის ტენდერში.

საჯარო შეხვედრები
თარიღი: 2012-06-11

მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის ფარგლებში შედგა შეხვედრა მოსახლეობასთან. 

საინფორმაციო შეხვედრა ბსგზშ-ს ანგარიშის შედეგებზე
თარიღი: 2012-05-04

მიმდინარე წლის 3 მაისს, ბათუმში, ქლინ ენერჯი გრუფმა  აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროეტის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო დაინეტრესებული მხარეების ინფორმირება პროექტის საბოლოო სქემის შესახებ და ასევე,  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შედეგების წარდგენა.  

აჭარისწყლის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის სამუშაო ვერსიის პროექტი
თარიღი: 2012-04-03

მდ. აჭარისწყლის 400მგ.ვტ-იანი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშის სამუშაო ვერსიის პროექტი გამოქვეყნდა საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში
თარიღი: 2012-03-23

მოტ მაკდონალდსმა სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი წარადგინა. 

საინფორმაციო შეხვედრები
თარიღი: 2011-11-17

„ქლინ ენერჯი გრუფის“ მართველი საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ საქართველო-ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმში.

 

მცირე განმარტება აჭარის რეგიონში მიმდინარე ჰიდროენერგო პროექტების შესახებ
თარიღი: 2011-11-16

აჭარის რეგიონში ამ ეტაპზე ორი ჰიდროენერგო პროექტი ხორცილედება: თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ პროექტს ახორციელებს მდინარე ჭოროხზე, ხოლო ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფი“ თავისი შვილობილი კომპანია „შპს აჭარისწყალი ჯორჯიას“ მეშვეობით ჰიდრო ელექტრასადგურების კასკადის მშენებლობის პროექტს ახორციელებს  მდინარე აჭარისწყალზე.    

ქლინ ენერჯი გრუფის გამოხმაურება ambebi.ge-ს სტატიასთან დაკავშირებით
თარიღი: 2011-10-07

2011 წლის 7 ოქტომბერს ქართულ საინფორმაციო პორტალზე ambebi.ge გამოქვეყნდა ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორთან ქ-ონ მანანა ქოჩლაძესთან. სტატია ეხება საქართველოს ენერგო სექტორში მიმდინარე რეფორმას, კერძოდ დიდი კაშხლების მშენებლობასა და მათ ზეგავლენას გარემოზე.

აჭარისწყლის პროექტის ოპტიმიზაციის გეგმა
თარიღი: 2011-09-29

ბრიტანულმა საინჟინრო კომპანია „მოტ მაკდონალდს“-მა ინვესტორებს აჭარისწყლის პროექტის ოპტიმიზაციის სქემა წარუდგინა. ახალი სქემა სამი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

ქლინ ენერჯი გრუფმა საჯარო განხილვების ჩატარება დაიწყო
თარიღი: 2011-08-21

ქლინ ენერჯი გრუფმა დაიწყო საჯარო განხილვების ჩატარება მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) შესახებ. ბსგზშ-ა საბოლოო ვერსია შემუშავდება სწორედ აღნიშნული განხილვების შედეგებზე დაყრდნობით.

 

აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის საკვლევი სამუშაოები დაიწყო
თარიღი: 2011-07-30

ქლინ ენერჯი გრუფმა თავის შვილობილ კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მეშვეობით გააფორმა ხელშეკრულება სამ კომპანიასთან/კონსორციუმთან  აჭარისწყალის ჰიდროენერგო პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.

 

საინფორმაციო შეხვედრა მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით
თარიღი: 2011-07-05

„ქლინ ენერჯი გრუფმა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის“ შესახებ  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  შეხვდრის მიზანი იყო მოქმედი გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების  ინფორმირება პროექტის საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე.