სიახლეები
შუახევი ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთა მონაცემები
თარიღი: 2014-07-01

2014 წლის 21 ივლისის მდგომარეობით „შუახევი ჰესი“-ს მშენებლობაზე დასაქმებულია 238 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ამათგან შუახევიდან - 169 და ხულოდან  - 69 ადამიანი.   

შუახევის მშენებლობის პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალი
თარიღი: 2013-09-16

დღეს, მფლობელი და მმართველი გუნდის წარმომადგებლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნიან შუახევი ჰესის მშენებლობისა და ოპერირების პროექტს.

პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალი, მდ. აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე დაგეგმილი კასკადის ერთ-ერთი საფეხურის - 183 მეგავატიანი შუახევის ჰიდროენერგო პროექტის მშენებლობის დაწყების საწინდარი გახდება. 

მშენებელი კომპანია ხეობაში მობილიზაციას იწყებს
თარიღი: 2013-08-18

თურქული კომპანია AGE, რომელიც პროექტში სამოქალაქო-საინჟინრო სამუშაოებს განახოციელებს მობილიზაციას იწყებს.  მობილიზაციის პროცესი დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება, რასაც შემდგომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მოჰყვება.

მშენებლობის ნებართვა
თარიღი: 2013-08-05

მიმდინარე წლის 17 ივლისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაამტკიცა  შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს მდ. აჭარისწყალზე შუახევის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის (შუახევი ჰესი 175 მგვტ და სხალთა ჰესი 9,8 მგვტ) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. 31 ივლისს კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა გასცა.

„Tata Power“ აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობის ახალი პარტნიორია
თარიღი: 2013-05-10

მიმდინარე წლის 9 მაისს „ქლინ ენერჯი გრუპი“-ს, ინდური კომპანია „Tata Power“-სა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებმა ნიუ დელიში ხელი მოაწერეს 400 მეგავატიანი აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის განვითარების ხელშეკრულებას.

„Tata Power” პროექტის 40%-იანი წილის მფლობელია.

შუახევში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნა
თარიღი: 2013-02-02

მიმდინარე წლის 1 თებერვალს შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა.