სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრები
თარიღი: 2011-11-17

„ქლინ ენერჯი გრუფის“ მართველი საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ საქართველო-ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმში.

 

მცირე განმარტება აჭარის რეგიონში მიმდინარე ჰიდროენერგო პროექტების შესახებ
თარიღი: 2011-11-16

აჭარის რეგიონში ამ ეტაპზე ორი ჰიდროენერგო პროექტი ხორცილედება: თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ პროექტს ახორციელებს მდინარე ჭოროხზე, ხოლო ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფი“ თავისი შვილობილი კომპანია „შპს აჭარისწყალი ჯორჯიას“ მეშვეობით ჰიდრო ელექტრასადგურების კასკადის მშენებლობის პროექტს ახორციელებს  მდინარე აჭარისწყალზე.    

ქლინ ენერჯი გრუფის გამოხმაურება ambebi.ge-ს სტატიასთან დაკავშირებით
თარიღი: 2011-10-07

2011 წლის 7 ოქტომბერს ქართულ საინფორმაციო პორტალზე ambebi.ge გამოქვეყნდა ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორთან ქ-ონ მანანა ქოჩლაძესთან. სტატია ეხება საქართველოს ენერგო სექტორში მიმდინარე რეფორმას, კერძოდ დიდი კაშხლების მშენებლობასა და მათ ზეგავლენას გარემოზე.

აჭარისწყლის პროექტის ოპტიმიზაციის გეგმა
თარიღი: 2011-09-29

ბრიტანულმა საინჟინრო კომპანია „მოტ მაკდონალდს“-მა ინვესტორებს აჭარისწყლის პროექტის ოპტიმიზაციის სქემა წარუდგინა. ახალი სქემა სამი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

ქლინ ენერჯი გრუფმა საჯარო განხილვების ჩატარება დაიწყო
თარიღი: 2011-08-21

ქლინ ენერჯი გრუფმა დაიწყო საჯარო განხილვების ჩატარება მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) შესახებ. ბსგზშ-ა საბოლოო ვერსია შემუშავდება სწორედ აღნიშნული განხილვების შედეგებზე დაყრდნობით.

 

აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის საკვლევი სამუშაოები დაიწყო
თარიღი: 2011-07-30

ქლინ ენერჯი გრუფმა თავის შვილობილ კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მეშვეობით გააფორმა ხელშეკრულება სამ კომპანიასთან/კონსორციუმთან  აჭარისწყალის ჰიდროენერგო პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.