სიახლეები
აჭარისწყლის პროექტის ოპტიმიზაციის გეგმა
თარიღი: 2011-09-29

ბრიტანულმა საინჟინრო კომპანია „მოტ მაკდონალდს“-მა ინვესტორებს აჭარისწყლის პროექტის ოპტიმიზაციის სქემა წარუდგინა. ახალი სქემა სამი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

ქლინ ენერჯი გრუფმა საჯარო განხილვების ჩატარება დაიწყო
თარიღი: 2011-08-21

ქლინ ენერჯი გრუფმა დაიწყო საჯარო განხილვების ჩატარება მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) შესახებ. ბსგზშ-ა საბოლოო ვერსია შემუშავდება სწორედ აღნიშნული განხილვების შედეგებზე დაყრდნობით.

 

აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის საკვლევი სამუშაოები დაიწყო
თარიღი: 2011-07-30

ქლინ ენერჯი გრუფმა თავის შვილობილ კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მეშვეობით გააფორმა ხელშეკრულება სამ კომპანიასთან/კონსორციუმთან  აჭარისწყალის ჰიდროენერგო პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.

 

საინფორმაციო შეხვედრა მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით
თარიღი: 2011-07-05

„ქლინ ენერჯი გრუფმა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის“ შესახებ  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  შეხვდრის მიზანი იყო მოქმედი გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების  ინფორმირება პროექტის საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე.