სიახლეები
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა
თარიღი: 2016-03-08

დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კირე ოლაფ იოჰანსენს, შეხვდა. საუბარი შეეხო საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტ შუახევიჰესს, რომელსაც „აჭარისწყალი ჯორჯია" ახორციელებს.

 

აჭარისწყალი ჯორჯია CSR-ის ფარგლებში 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს
თარიღი: 2016-02-22

დღეს ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით მიმართა. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე  და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში.

კომპანიის ფინანსური დირექტორი ფინანსთა მინისტრს შეხვდა
თარიღი: 2016-01-18

დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს, ჩანდრაშეხარ დამლეს, მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორს ნანა გურგენიძეს და ფინანსურ მენჯერს თამარ ლომიძეს  შეხვდა.

 

უფროსკლასელთა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო
თარიღი: 2016-01-10

აჭარისწყალი ჯორჯია შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, ინგლისურ ენაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთის მოსამზადებელ  პროგრამას ახორციელებს.

შუახევიჰესის მშენებლობა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
თარიღი: 2015-11-30

30 ივნისს, ჰენრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით, შუახევიჰესის მშენებლობა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

აჭარისწყალი ჯორჯია ხულოს ,,ხიხანს“ ფინანსებს
თარიღი: 2015-11-10

სოციალური პროექტების ფარგლებში კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია ხულოს საფეხბურთო გუნდ ,,ხიხანს“ აფინანსებს.