განათლება და ცნობიერების ამაღლება

ინგლისური ენის საპილოტე პროგრამა - ტრენინგი ინგლისურ ენასა და პედაგოგიურ უნარებში

სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია გააუმჯობესოს ადგილობრივ პედაგოგებში  ინგლისური ენის სწავლების უნარები, სამუშაო შეხვედრები ფოკუსირებულია ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასა და სწავლების ტექნიკის გაძლიერებაზე. შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტიდან პროექტში ჩართულია 40 მასწავლებელი. სრულად

 

ინგლისური ენის საპილოტე პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის

სკოლის შემდგომ - ინგლისური ენის კლუბი ,,შუადღის ჩაი“

პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ნიჭიერ სკოლის მოსწავლეებს გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარები. სრულად  

 

ინგლისური ენის საპილოტე  პროგრამა - ინგლისურენოვანი ესეის კონკურსი

სკოლის მოსწავლეებმა შუახევის, ხულოსა და ქედას მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობა მიიღეს ინგლისურენოვანი ესეის კონკურსში სახელწოდებით -  ,,როგორი იქნება საქართველო 25 წლის შემდეგ“. კონურსის მიზანი იყო მოზარდებისთვის წერითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაის ხელშეწყობა. 25 მაისს გამარჯვებულები გამოვლინდნენ და კონკურსში მონაწილეობისთვის სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. სრულად


სტუდენტების დაფინანსების პროგრამა
კომპანია ,,შუახევიჰესის“ პროექტის მშენებლობის არეალში მცხოვრებ რვა სტუდენტს აფინანსებს. დაფინანსება მოიპოვეს სტუდენტებმა,  რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში 2014 წელს ჩაირიცხნენ და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები სემესტრულ გამოცდებში მიიღებენ მაღალ შეფასებას,  დაფინანსება სწავლების შემდგომ საფეხურზე,  მომდევნო სამი წლის მანძილზეც გაუგრძელდებათ. სრულად

 

ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება

 

,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს. პროგრამის მიზანია გაიზარდოს აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობა ისეთი დაავადებების მიმართ როგორიც არის: იმუნო დეფიციტის ვირუსი, ჰეპატიტი, ძუძუს კიბოს და მისი ადრეულ ეტეპზე გამოვლენის შესაძლებლობები, სექსუალური გზით გადამდები დაავადებები,  ასევე  ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სრულად

 

სტუდენტების სტაჟირების პროგრამა

აჭარისწყალი ჯორჯია ტექნიკური განათლების მქონე სტუდენტებისთვის  სტაჟირების პროგრამას ახორციელებს პროექტის მიზანია სტუდენტებმა ჰიდროენერგო პროექტში მუშაობის გამოცდილება შეიძინონ და გაიზარდოს ადგილობრივი  სპეციალისტების ცოდნა ამ მიმართულებით.  სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ და როტაციის პრინციპით იმუშავებენ:  მონაწილეობას მიღებენ ელექტროსადგურისა და კაშხლების მშენებლობაში, ასევე ჩაერთვებიან გვირაბების გაყვანის სამუშაოებში.

 

ცნობიერების ამაღლება გზებზე უსაფრთხოების ნორმების შესახებ
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ მხარს უჭერს საგზაო უსაფრთხოების კამპანიას ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ღონისძიების მიზანია გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ჰიდროელექტროსადგურის მშნებლობის პროცესში გზებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობის შესახებ. სრულად სრულად

 

ხე-ტყის მდგრადი გამოყენება და ენერგოეფექტური შეშის ღუმელის   

კომპანიამ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტბში მცხოვრებ მოსახლეობასთან ოთხი შეხვედრა გამართა ხე-ტყის მდგრადი გამოყენების და ენერგოეფექტური შეშის ღუმელების დამზადების შესახებ. შეხვედრები რამდენიმე მნიშვნელოვან თემას მოიცავდა: ენერგეტიკა - საქართველოს პოტენციალი, ენერგეტიკის  განვითარების მნიშვნელობა  ქვეყნის  ეკონომიკისთვის, როგორ დავზოგოთ ენერია - ენერგოეფექტური ღუმელები. 

 

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას.  კომპანია აფინანსებს ხულოს საფეხბურთო გუნდს „ხიხანს,“ რომელიც მუნიციპალიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს.