ინფრასტრუქტურული განვითარება

სოფელი დიდაჭარა, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა:  საყრდენი კედელის ჩამოსხმა, სანიაღვრე სისტემის მოეწყობა,  კეთდება შესასვლელი ბილიკი, იცვლება ღობე და კარები. პროექტში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი მახალაკიძეები, დასრულდა წყალსადენის სისტემის მოწყობა 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში  წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალსადენის სიგრძე დაახლოებით 5 კმ-ია. პროექტის დასრულების შემდგომ სასმელი წყლით მომარაგებული იქნება 125-მდე ოჯახი. მიმდინარე სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მოსახლეობა. 

 

სოფელი მახალაკიძეები, დასრულდა სოფლის გზაზე გაბიონის მშენებლობა 

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი მახალაკიძეებში გაკეთდა  3 მეტრი სიგრძის გაბიონი ცენტრალურ გზაზე, რომელიც გზას დაიცავს ქანების ჩამოშლისაგან.  გზა სოფლის სხვადასხვა ნაწილს  აკავშირებს ერთმანეთთან.  სამშენებლო სამუშაოები  ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. 

 

სოფელი წაბლანა,  დასრულდა სოფლის გზის რეაბილიტაცია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტში ჩაერთული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი წაბლანა,  დასრულდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც სოფელს დაიცავს წვიმების დროს წყალდიდობისაგან. პროექტში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი წაბლიანი, დასრულდა საჯარო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლიანში მოწესრიგდა სპორტული მოედნის ტერიტორია  - 230 კვადრატული მეტრი, ჩამოისხა 25 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი, შეიცვალა კლათბურთის ფარები, გაკეთდა ფრენბურთის ბადე, შეიცვალა რკინის კონსტრუქციები. სკოლაში ამჟამად სწავლობს 70-ზე მეტი მოსწავლე. სამშენებლო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი წაბლანა,  დასრულდა საჯარო სკოლისათვის დამხმარე სათავსოს მშენებლობა 

ხოლოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში აშენდა სკოლისათვის დამხმარე სათავსო, სადაც განთავსდება შეშა. დღემდე სკოლას არ გააჩნდა  ტერიტორია სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი განთავსება. ამ დროისათვის საჯარო სკოლაში სწავლობს 150-ზე  მეტი მოსწავლე. სამშენებლო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი ყინჩაური, დასრულდა სკოლის ბიბლიოთეკის და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია 

ხულოს მინიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში სკოლის ბიბლიოთეკის და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლაში 105 მოსწავლე სწავლობს მიმდებარე სოფლებიდან. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა 

 

სოფელი წაბლანა, დასრულდა სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, სადაც 150-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, განხორციელდა ბიბლიოთკის რეაბილიტაცია და შეძენილ იქნა ინვენტარი. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი წაბლიანი (ყიშლა), დასრულდა სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია 

ხულოს მინიციპალიტეტის სოფელ წაბლიანში (ყიშლა), განხორციელდა ბიბლიოთკის რეაბილიტაცია და შეძენილ იქნა ინვენტარი. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

 

სოფელი ჭერი, სკოლისთვის შეძენილ იქნა ინვენტარი 

ხულოს მინიციპალიტეტის, სოფელ ჭერის საჯარო სკოლისთვის შეძენილ იქნა  სასკოლო ინვენტარი: კომპიუტერები, მაგიდები, დაფები. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და შესაბამისი გარემოს შექმნას. 

 

სოფელი ფაჩხა, დასრულდა სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 

ხულოს მინიციპალიტეტის, სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლაში განხორციელდა ღია ტიპის მოედნის რეაბილიტაცია და შეძენილ იქნა სპორტული ინვენტარი სკოლაში ამჟამად სწავლობს 90-ზე მეტი მოსწავლე. კომპანია განახლებული სპორტული მოედნისთვის შეიძინა შესაბამისი ინვენტარი. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი ახალდაბა, დასრულდა საყრდენი კედლის მშენებლობა ცენტრალურ გზაზე 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განხორციელდა საყრდენი კედლის მშენებლობა ცენტრალურ გზაზე, რაც გზას დაიცავს ქანების ჩამოშლისაგან. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი ვაშლოვანი, დასრულდა საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში განხორციელდა საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა: მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია, მოეწყო სკვერები, დაისხა ბეტონის საფარი, შეიცვალა ღობე, მოყვანილ იქნა სასმელი წყალი, გაკეთდა გაზონები. სკოლაში ამჟამად სწავლობს 275 მოსწავლე. სამშენებლო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

სოფელი დიაკონიძეები, დასრულდა  სარწყავი არხის რეაბილიტაცია 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში დასრულდა 5 კილომეტრიანი სარწყავი არხის გაწმენდის სამუშაოები. პროექტის ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

 

სოფელი ოქრუაშვილები, მიმდინარეობს სარწყავი არხის რეაბილიტაცია 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილებში მიმდინარეობს სარწყავი არხის რეაბილიტაცია. პროექტის ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. 

 

სოფელი ოქრუაშვილები, დასრულდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების ერთი უბნის მაცხოვრებელთათვის, გაყვანილ იქნა სასმელი წყალი: მოეწყო წყლის საისტემის სათავე ნაგებობა და გამანაწილებელი აუზი. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

 

სოფელი ღურტა, დასრულდა  სარწყავი არხის რეაბილიტაცია 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში დასრულდა 5კმ სიგრძის სარწყავი არხის რეაბილიტაცია. პროექტი გაგრძელდება  7 თვის განმავლობაში.  სამშენებლო საუშაოები ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.

 

სოფელი ფაჩხა, დასრულდა სოფლის წისქვილის მშენებლობა 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხაში აშენდა ახალი, ქვის წისქვილის შენობა, მოეწყო შიდა ინფრასტრუქტურა, შეიცვალა მილები. წისქვილით სარგებლობას მთელი სოფლის მოსახლეობა შეძლებს. სამშენებლო საქმიანობა განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.

 

სოფელი ახალდაბა, დასრულდა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით,  სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

სოფელი ვაშლოვანი,  გზის რეაბილიტაცია 

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაშლოვანში (რიჟვაძეების უბანი) დასრულდა გზის რეაბილიტაცია. პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით. 

 

სოფელი მახალაკიძეები,  დარულდა გზის რეაბილიტაცია 

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მახალაკიძეებში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.