თემების გაძლიერება

მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი

პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და მცირე გრანტების გაცემა საოჯახო ბიზნესის დასაწყებად. შუახევიჰესის პროექტის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტის წერაში, ბიუჯეტის შედგენასა და საკანონმდებლო მოთხოვნებში. მონაწილეებმა მიიღეს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები თუ როგორ დაიწყონ და მართონ მცირე, საოჯახო ბიზნესი. პროექტის ფარგლებში შეირჩა და დაფინანსდა 21 პროექტი. სრულად    

 

საარსებო გარემოს აღდგენის პროგრამა

საარსებო გარემოს აღდგენის პროგრამა მოიცავს მხოლოდ იმ მესაკუთრეებს, რომელთა მიწის ნაკვეთები პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. პროგრამის მიზანია დაეხმაროს მესაკუთრეებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ამგვარად გაზარდოს მათი პროდუქტიულობის ეფექტურობა.

საარსებო გარემოს აღდგენის ტრენინგები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

-          მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა

-          მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა

-          და თხილის წარმოება   

 

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი

მაღალმთიან აჭარაში სოფლად ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის, ადგილობრივებისათვის მდგრადი დასაქმების, განათლების და გასაღების ბაზრის შექმნის და აჭარის უნიკალური ეკომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობის მიზნით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი კერძო და სამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობას გოდერძის საკურორტო ზონაში. პროექტის მიზანია ხელი შეიწყოს მაღლამთიანი აჭარის ადგილობრივად სპეციფიკურ მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნება. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ წარმოადგენს აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ მხარეს და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს ვალდებულებას თანა-დააფინანსოს პროექტი სამი წლის განმავლობაში და ხელი შეუწყოს რეგიონში ტურიზმის განვითარებას.    

 

ხულოს სამკერვალო ფაბრიკა

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით  ხულოს სამკერვალო ფაბრიკა დააფინანსა. ფაბრიკის სრული დატვირთვის მუშაობის პერიოდში, გათვალისწინებულია 300 ადგილობრივი ქალბატონის დასაქმება.