სიახლეები
ტურიზმის მხარდაჭერა - ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" ახალი განაცხადი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში
თარიღი: 2016-12-15

დღეს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინიციატივით, აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე - ტურიზმისგანვითარებამაღალმთიანაჭარაში. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ახალი შესაძლებლობების შექმნა  მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო და  კერძო სექტორის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი,  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი  ლაშა კომახიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია,   შუახევიჰესის ოპერირების დირექტორი ნარეშ თელგუ,  კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევიჰესის კასკადის  მშენებლობის დასრულების შემდგომ, ოპერირების ბაზაზეც გეგმავს გააგრძელოს სოციალური პოლიტიკა მაღალმთიან აჭარაში. კონფერენციისფარგლებშიდაინტერესებულიმხარეებისჩართულობით, გაიმართა  დისკუსიამაღალმთიანაჭარაშიტურიზმის  მიმართულებითარსებულგამოწვევებზედადაისახაგზებიამსფეროსგანვითარებისთვისსამუშაოშეხვედრამშექმნამნიშვნელოვანიწინაპირობაკომპანია ,,აჭარისწყალიჯორჯიასგრძელვადიანიგეგმისშესამუშავებლად, მაღალმთიანაჭარაშიტურიზმისგანვითარებისთვის. სამუშაო შეხვედრები ამ მიმართულებით სამომავლოდაც გაგრძელდება.

,,დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან  ერთად ვიმსჯელოთ და გამოვნახოთ ახალი გზები და საშუალებები, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი ტურიზმის განვითარებას მაღალმთიან აჭარაში.  შუახევიჰესის მშენებლობა მთავრდება თუმცა გრძელდება ჩვენი სოციალური პოლიტიკა ოპერირების ბაზაზეც, რაც რეგიონის გრძელვადიანი განვითრების პროცესში ჩვენი მხრიდან აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.  ჩვენი ახალი განაცხადი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტურიზმის მხარდაჭერაა მაღალმთიან აჭარაში.’’ - განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.

„2017 წელს, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება.  დეპარტამენტის „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“-ს ბიუჯეტი ჩვენ მილიონ ლარამდე სწორედ არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით გავზარდეთ. სააგენტომ მიმდინარე წელსაც, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ტურისტული მარშრუტების შემქნისა და მარკირების, ასევე სხვადასხვა თემატური ფესტივალების ჩატარების კუთხით, თუმცა შემდეგ წელს სააგენტოს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მისი მიზანი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა და ეფექტური თანამშრომლობაა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ უმსხვილეს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს შუახევიჰესის კასკადს აშენებს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. კომპანიის პრიორიტეტია მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერა, ამ მიზნით, კომპანიის მიერ, 70-ზე მეტი სოციალური პროექტი უკვე განხორციელდა, რომელიც მოიცავს განათლების და ცნობიერების ამაღლებას, ადგილობრივი თემების მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.