სიახლეები
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
თარიღი: 2017-01-27

დღეს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მფლობელები და მენეჯმენტის წევრები საქართველოს  პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის ,,შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოების წარმატებით დასრულების შესახებ და ამავდროულად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, TaTa Power-ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, Clean energy Invest-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანზეგი, TaTa Power-ის ფინანსური დირექტორი რამეშ  სუბრამანიამი, ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კირე ოლაფ იოჰანსენი, კომპანიის დირექტორი რონი სოლბერგი, შუახევიჰესის ოპერირების ხელმძღვანელი ნარეშ თელგუ, მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორი ნანა გურგენიძე.