სიახლეები
ISET საზაფხულო სკოლის მონაწილეები შუახევიჰესს სტუმრობდნენ
თარიღი: 2017-07-31

16 ივლისს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ხიჭაურის კემპში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის (ISET) საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი იყო შუახევიჰესის ცოდნისა და გამოცდელების, პროექტის გამოწვევებისა და მიღწევების გაზიარება და შეფასება.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ დეტალურად მიმოიხილა პროექტის ტექნიკური მხარე,  ისაუბრა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე. მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორმა ზვიად დიასამიძემ ისაუბრა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და პროექტის ძირითად მიღწევებზე. პრეზენტაციების პარალელურად „აჭარისწყალი ჯორჯია“ პასუხობდა დამსწრეთა კითხვებს.  მონაწილეებმა შუახევიჰესის შენობა და დიდაჭარის კაშხალიც მოინახულეს.