სიახლეები
"აჭარისწყალი ჯორჯიამ" სოფ. ჩანჩხალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა
თარიღი: 2017-11-10

სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ერთ სართულიანი ხის კონსტრუქციის შენობა 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობისთვის 157 ათასი ლარი დაიხარჯა და იგი შუახევის მუნიციპალიტეტის და “აჭარისწყალი ჯორჯია“-ს თანადაფინანსებით განხორციელდა. საბავშვო ბაღი  აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. საბავშვო ბაღში 13 ადამიანი დასაქმდა. „ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჩვენი კომპანიისთვის ჩავრთულიყავით თემის მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელსაც მხარს უჭერდა ადგილობრივი გამგეობა. ჩანჩხალოს ბაღი არის კარგი მაგალითი თუ ერთობლივი ძალებით რამდენად კარგი პროექტების გაკეთება არის შესაძლებელი,” განაცხადა „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორმა ზვიად დიასამიძემ.