სიახლეები
კონტრაქტორების ვიზიტი
თარიღი: 2012-07-19

მიმდინარე წლის 10-16 ივლისს შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ მასპინძლობდა 12 კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 185 მეგავატიანი შუახევიჰესის მშენებლობის ტენდერში. ვიზიტის ფარგლებში კონტრაქტორებმა ასევე მოუნახულეს ყველა საპროექტო ზონა და მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობების შესახებ.

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ამზადებს სატენდერო დოკუმენტს, რომელიც 1 აგვისტოდან ხელმისაწვდომი იქნება ელექტრო-მექანიკური და სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტარქტორებისთვის. სატენდერო განაცხადის წარდგენის ვადაა 1 ნოემბერი.